ირმა ინაშვილი - მოვუწოდებ  ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერებს და  უპარტიო ადამიანებს, რომ შემოგვიერთდნენ -   ეს   არ ნიშნავს, რომ   ჩვენს აქციაზე ვუხმობ სააკაშვილს ან ბოკერიას

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, სრულიად ნათელია, რომ ხდება ხელისუფლების უზურპაცია და უზურპაციას ახორციელებს მატყუარა და ცბიერი მმართველი ძალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პატრიოტთა ალიანსიდან“ აცნობეს.

ირმა ინაშვილის თქმით, ხელისუფლებამ იმდენი მზაკვრობა ჩაიდინა, რომ საკუთარ თავს პროტესტის არა ერთი კერა დაუნთო.

“ჩვენ ვიკრიბებით 17 ნოემბერს, კვირას, საღამოს ხუთ საათზე რესპუბლიკის მოედანზე. მე მოვუწოდე და ახლაც მოვუწოდებ ყველა პარტიის მხარდამჭერს, უპარტიო თუ პარტიულ მოქალაქეებს, რომ შემოუერთდნენ ჩვენს აქციას, ანუ მე მოვუწოდე და ახლაც მოვუწოდებ არა მარტო ჩვენი პარტიის აქტივს და მხარდამჭერებს, არამედ ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერებს და ვიმეორებ, სრულიად უპარტიო ადამიანებს, რომ შემოგვიერთდნენ! ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ მე ჩვენს აქციაზე ვუხმობ სააკაშვილს ან ბოკერიას. მე ვუხმობ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს: შევიკრიბოთ, არა აქვს მნიშვნელობა, ვისი მხარდამჭერი იყავი ან არ იყავი, დღეს ჩვენს გვერით დადექი და მეტიც, უკეთესია ჩვენს რიგებში გადმოხვიდე. ეს ეხება ყველას. მათ შორის, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც. სრულიად ნათელია, რომ ხდება ხელისუფლების უზურპაცია და უზურპაციას ახორციელებს მატყუარა და ცბიერი მმართველი ძალა. ის, რომ ყველა პარტია გარეთ გამოდის და ყველა პოლიტიკური ძალა მიტინგს მართავს ან ემზადება მიტინგის გამართვისთვის, სრულიად არ ნიშნავს ერთად მოქმედებას. უბრალოდ, ხელისუფლებამ იმდენი მზაკვრობა ჩაიდინა, რომ საკუთარ თავს დაუნთო ან დაუნთებს პროტესტის არაერთ კერას. მთელი საქართველო გამოვა გარეთ და ამათი ხრიკები არ გაამართლებს”, - განაცხადა ინაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს