ანდრიუს კუბილიუსი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო და პარლამენტმა საკუთარ ამომრჩეველს ვერ მოუსმინა

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტში მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის კონსოლიდაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ლიტველი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა - საქართველოს პარლამენტის მიერ იმ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებამ, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

„შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო და პარლამენტმა ვერ შეძლო, საკუთარი ამომრჩევლისთვის მოესმინა. ვიმედოვნებ, რომ ეს კენჭისყრა გადამწყვეტი არ იქნება, პარლამენტი ამ საკითხს მიუბრუნდება და კომპრომისის მიღწევას შეძლებს.

იმავდროულად, უმრავლესობასა და ოპოზიციას მოვუწოდებ, გამართონ მნიშვნელოვანი მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა გზით შეიძლება აღნიშნული რეგრესის გადალახვა ისე, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მთავრობის დაპირებისამებრ, პროპორციული წესით ჩატარდეს, რაზეც პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ეკისრება“, - წერს ანდრიუს კუბილიუსი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა