შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს. სექცია რუსეთის მოქალაქეებს აცნობებს, რომ 17 ნოემბერს, თბილისის ცენტრში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიერ რამდენიმე ანტისამთავრობო მიტინგი და დემონსტრაცია არის დაგეგმილი.

„ქალაქში გამკაცრებული იქნება უსაფრთხოების ზომები და შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა. ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება.

ინტერესების სექცია რეკომენდაციას აძლევს საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს“, - აღნიშნულია სექციის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს