პარლამენტთან აქცია განახლდა, რომელზეც ახალ სამოქმედო გეგმას წარადგენენ

პარლამენტთან აქცია განახლდა. აქციის ორგანიზატორები დღეს ახალ სამოქმედო გეგმას წარადგენენ, რომელიც მათ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეათანხმეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანა ჭარხალაშვილის განმარტებით, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერები არჩევნების ერთ-ერთ მოდელზე შეთანხმდნენ, "რომელიც არის გამოსავალი ამ კოლაფსიდან".

"აქციები გაგრძელდება უწყვეტად, სანამ დღეს ჩვენს მიერ გაჟღერებული მოთხოვნები არ შესრულდება, მათ არ მიიღებს პარლამენტი და არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ უმრავლესობა მათ აღარ ჰქონდეთ და ყველაფერი დაბალანსებული იყოს. ჩვენ შევთანხმდით არჩევნების ერთ-ერთ მოდელზე, რომლის შესახებ დღეს გახდება ცნობილი და რომელზეც თანხმდებიან როგორც პარტიის წევრები, ასევე სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის გამოსავალი ამ კოლაფსიდან, რომ შევძლოთ თითოეული პარტიის წარმომადგენელი იყოს პარლამენტში. ჩვენს გეგმას დაემატება მოთხოვნები იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობა გვექნება და რა პასუხს მივიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც პარლამენტში არიან. იმ შემთხვევაში, თუ ეს სპექტრი არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, ამ ყველაფერს აუცილებლად უფრო დიდი მასშტაბი მიეცემა", - განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს