გიორგი გახარიას განცხადებით,  „ქართული ოცნების“  ოფისში გამართული შეხვედრის განსახილველი თემა მხოლოდ ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტი იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართული შეხვედრის განსახილველი თემა მხოლოდ ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტი იყო.

როგორც გიორგი გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტთან დაკავშირებით ძირითადი შეკითხვები მაჟორიტარ დეპუტატებს ჰქონდათ.

„როგორც მოგეხსენებათ 2020 წლის ბიუჯეტი გავიდა მეორე მოსმენით. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს, ამიტომ ჩვენ დღეს ვისაუბრეთ 2020-ის ბიუჯეტზე. იყო შეკითხვები, ძირითადად ეს შეკითხვები ჰქონდათ მაჟორიტარებს, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი და მიზეზი.

ვიმსჯელეთ მხოლოდ ბიუჯეტზე რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი- ეს არის მთავარი დოკუმენტი, გარდა ამისა, ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას და შესაბამისად, რაც არ უნდა ხდებოდეს, სახელმწიფო, პოლიცია დაიცავს როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ასევე იმსჯელებს ბიუჯეტზე“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა