ოპოზიციის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლებისგან არჩევნების ჩატარება ე.წ. გერმანული მოდელით მოითხოვონ

ოპოზიციაში სრული კონსენსუსია, რომ არჩევნები ჩატარდეს ე.წ. გერმანული მოდელით. ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კუკავამ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ქართველმა ხალხმა და არა დიმიტრი ხუნდაძემ, უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ამ ქვეყნის მომავალი მთავრობა.

„პრაქტიკულად შედგა შეთანხმება და წერილობითაც ალბათ, ეს შედგება, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებამ და კონკრეტულად პირველმა პირმა მიმართა თაღლითობას, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც არ მოითხოვს კონსტიტუციურ ცვლილებას და რომლისთვისაც საკმარისი იქნება 30 დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან. ეს ივანიშვილს გამოაცლის თავის უკანასკნელ არგუმენტს, რომელსაც ჩვენს საზოგადოებაში ისედაც არ არის ლეგიტიმური. „თავისუფალი საქართველო“ დაინტერესებული ვართ იმით, რომ არა რევოლუციური, არამედ კონსტიტუციური სცენარით განვითარდეს გზა. ვაძლევთ ივანიშვილის რეჟიმს უკანასკნელ შანსს! თუ კიდევ არ გამოჩნდა 30 ხუნდაძე, ის უმრავლესობა, რაც ივანიშვილს დარჩა, არის საკმარისი იმისთვის, რომ გერმანული მოდელი უახლოეს ორ კვირაში დამტკიცდეს და არჩევნები ჩატარდეს გერმანული მოდელით. ამაზე სრული კონსენსუსია. გერმანული სისტემა ეს არის პროპორციული სისტემის ერთ-ერთი ნაირსახეობა, ოღონდ ის არ მოითხოვს კონსტიტუციაში ცვლილებას. არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ქართველმა ხალხმა და არა დიმიტრი ხუნდაძემ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ამ ქვეყნის მომავალი მთავრობა“, - განაცხადა კუკავამ.

ამასთან, კუკავას განცხადებით, ოპოზიცია არავითარი კოალიციის შექმნას არ აპირებს.

„ოცნების“ ტროლების საპასუხოდ და გასაგონად მინდა ვთქვა, რომ არავითარი კოალიცია აქ არ იქნება. არც ჩვენ და არც სხვა არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც რომელიმე სხვა პარტიასთან გაერთიანებაში შესვლას არ აპირებს. ჩვენი ამოცანაა, რომ არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ის, რაც მოგვატყუა და გადააგდო მთელი საზოგადოება ივანიშვილმა. ამ მიზნით ვცვლით ინფორმაციას სხვა პოლიტიკურ ძალებთან. ამის წარმოჩენა რაიმე სხვა ფორმით არის ტყული და ეს მინდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ“, - განაცხადა კუკავამ.

ასევე, „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მთავრობა უნდა გადადგეს, ცესკო უნდა შეიცვალოს და ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს სწორედ გერმანული მოდელით. მისი თქმით, ”ოპოზიცია ერთიანია ისე, როგორც არასდროს”.

“გერმანული მოდელი არის პროპორციულ-მაჟორიტარული მოდელის ნაირსახეობა, რომელიც მისაღებია ანუ კონკრეტული გზა არსებობს. მთავრობა უნდა გადადგეს, ცესკო უნდა შეიცვალოს და ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს სწორედ გერმანული მოდელით. მექანიზმი ნაპოვნია და ყველაფერი უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე. ძალიან დიდი დისკომფორტი ექნება “ქართულ ოცნებას”, ეს არის აღელვებული დიპლომატიური კორპუსი, ეს არის აღელვებული ქართველი ხალხი და უზარმაზარი პრობლემები, რომელსაც ჩვენ მათ შევუქმნით. ამ გამარჯვებას მათ არ დავუთმობთ”,- განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა