აშშ-ის საელჩო თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საკუთარ თანამშრომლებს აფრთხილებს

აშშ-ის საელჩო თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საკუთარ თანამშრომლებს აფრთხილებს.

„საპროტესტო აქციები თბილისში შაბათ-კვირასაც გაგრძელდება, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. 17 ნოემბრის შუადღეს და საღამოს განსაკუთრებით დიდი დემონსტრაციებია მოსალოდნელი. აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს მოვუწოდებთ, ერიდონ საპროტესტო აქციებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და მზად იყვნენ მოსალოდნელი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებებისთვის,“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩო საკუთარ თანამშრომლებს ურჩევს, სიახლეების გასაცნობად ადგილობრივ მედიას ადევნონ თვალ-ყური.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო