გიგა ბოკერია - ოპოზიციის  გზავნილია  ვადამდელი პროპორციული არჩევნები -  ყველაზე სწრაფი გზა არის ე.წ. გერმანული მოდელი, სადაც მაჟორიტარები არიან, მაგრამ ჯამში ყველა პარტია იმდენ ადგილს იღებს, რამდენ ხმასაც მიიღებს მთელ ქვეყანაში

ზოგჯერ აქციებს, ხალხის ბრაზს მეტი დრო სჭირდება, მაგრამ შეუძლებელია ამ წნეხს გაუძლოს ისეთმა უხერხემლო რეჟიმმა და ისეთმა უხერხემლო ფიგურამ, როგორც ივანიშვილია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მძიმე იქნება ვითარება ივანიშვილისთვის.

„გზავნილი არის იგივე და ერთიანობა კიდევ უფრო გამყარდა. ეს არის ვადამდელი პროპორციული არჩევნები და სრული მხარდაჭერა მწვავე საპროტესტო აქციების მანამდე, სანამ ივანიშვილი მისი სამარცხვინო გუნდი არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც სჭირდება საქართველოს და ქართულ საზოგადოებას იმ შეურაცხყოფის მერე, რაც მან მიაყენა საქართველოს. ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ერთად მტკიცე ამ რწმენით და რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მძიმე იქნება ვითარება ივანიშვილისთვის. გარდაუვალია ეს ამბავი. ყველანაირი მწვავე, რადიკალური აქციები მათი შევიწროებისთვის არის ლეგიტიმური იმ შეურაცხყოფის მერე, რაც მათ საზოგადოებას მიაყენეს. ყველა ვარიანტში გამოიღებს აქციები საბოლოო ჯამში შედეგს. ზოგჯერ აქციებს, ხალხის ბრაზს მეტი დრო სჭირდება, მაგრამ შეუძლებელია ამ წნეხს გაუძლოს ისეთმა უხერხემლო რეჟიმმა და ისეთმა უხერხემლო ფიგურამ, როგორც ივანიშვილია“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილს მოუწევს შეგუება იმასთან, რომ ქართული საზოგადოება ტყუილს არ გადაყლაპავს.

„თავის დროზე შიდა და გარე წნეხს ვერ გაუძლო და დაპირდა საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებს, მერე ჩაატარა კვლევები და ნახა, რომ არჩევნებს აგებს და აგონიაში მიიღო ეს გადაწყვეტილება. ახლა მოუწევს შეგუება იმასთან, რომ ამას ქართველი საზოგადოება არ გადაყლაპავს. ოპოზიციის გაერთიანება და გზავნილი არის იმაზე, რომ უნდა იყოს ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ნებისმიერი გზა, რომელიც აქამდე მიგვიყვანს, არის მისაღები მთელი სპექტრისთვის. ყველაზე სწრაფი გზა არის 76 ხმით ე.წ. გერმანული მოდელი, სადაც მაჟორიტარები არიან, მაგრამ ჯამში ყველა პარტია იმდენ ადგილს იღებს, რამდენ ხმასაც მიიღებს მთელ ქვეყანაში. მას ადრე თუ გვიან მოუწევს იმის გაცნობიერება, რომ მან სახიფათო გზაზე დააყენა ქვეყანა და მისთვის ჯობს პერსონალურად, რომ დროზე მოეგოს გონს“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა