ირაკლი ოქრუაშვილი - 17 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებით ივანიშვილს ხალხის ძალა უნდა ვაჩვენოთ

17 ნოემბერს ყველა ჩვენგანმა გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი მიზნები და ინტერესები და პარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა, - წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე. მისივე თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს „ბიძინა ივანიშვილის მსგავსი თაღლითი, მატყუარა და ვირეშმაკა პოლიტიკოსი“. „თვით მისი მხარდამჭერებიც კი, გუშინწინდელ თაღლითობას მის ნიჭს მიაწერენ, როგორ ყოველთვის, თუ როგორ ოსტატურად მოატყუა ოპოზიცია და ქართველი ხალხი. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპრციული წესით ჩატარება ნიშნავდა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას, სიღარიბის შემცირებას, ქვეყნის ხალხისაგან დაცლის შეჩერებას და ბევრ სხვა კარგ რამეს. მის დაპირებაში ყველამ ჩვენ ჩვენი ფასი გადავიხადეთ. „გავრილოვის ღამეს” მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს, ბევრს ტყვია და ხელკეტი მოხვდა, მე და კიდევ 18 ადამიანს ციხის ფასად დაგვიჯდა მისთვის ამ დანაპირების “გამოგლეჯა”, - აცხადებს ოქრუაშვილი.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ივანიშვილი უფსკრულში მიაქანებს.

„ის, ვისაც ამის გათავისება და ამ საქმეში მონაწილეობა არ სურს, მას არ ესმის და არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი. ან ახლა შევძლებთ ყველა ერთად დგომას და გამარჯვებას, ან დავდგებით საბედისწერო არჩევანის წინაშე - სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენს ქვეყანას. შემდეგ, ვაი-ვიში გვეშველება თუ არა რამე - არაფრის მომცემი აღარ იქნება“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა