"ქართული ოცნების" ოფისთან დეპუტატ ლერი ხაბელოვსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

"ქართული ოცნების" ოფისთან დაპირისპირება მოხდა. უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ "ევროპული საქართველოს" წევრები, მათ შორის ელენე ხოშტარია, მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები და მოქალაქეები. ისინი სასტვენებით, მეგაფონებითა და საყვირებით აპროტესტებენ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნას.

დეპუტატ ლერი ხაბელოვის მისვლის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და მას შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რომელიც რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის ჩარევით განიმუხტა.

ლერი ხაბელოვს აქციის მონაწილეები ეკითხებოდნენ, თუ რატომ ჩააგდო უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

ამჟამად აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლისას მმართველი ძალის დეპუტატების მიმართ სკანდირებენ - "მონებო".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს