მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარემ კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენება ითხოვა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი, შოთა მანელიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არამართებული იყო, შესაბამისად ის დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

საქმის პროკურორმა დაასაბუთა თუ რატომ მოითხოვა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.

„არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მიიმალა და 3 დღის შემდეგ მოხდა მისი დაკავება. გარდა ამისა, აქ არის მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლა, რაც ასევე დასაბუთებულია, ვინაიდან არ არის ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი. მოწმეებთან დაკავშირებით შეიძლება მოხდეს ზემოქმედება. კიდევ ერთი არგუმენტაცია, საფუძველი იმისა, რომ მას შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, გახლდათ ის, რომ არის რისკი და საშიშროება, რომ იგი გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას“, - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო