სალომე ზურაბიშვილმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს 70 წლის იუბილე და შეიხ-ულ-ისლამად არჩევიდან მე-40 წლისთავი მიულოცა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს 70 წლის იუბილე და შეიხ-ულ-ისლამად არჩევიდან მე-40 წლისთავი მიულოცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელიც ადრესატს 14 ნოემბერს ბაქოში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილი ფართო საზოგადოების წინაშე გააცნეს.

საქართველოს პრეზიდენტის წერილში საუბარია შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს განსაკუთრებულ როლზე მის ქვეყნაში სარწმუნოების გამტკიცების საქმეში.

„ქართველები და აზერბაიჯანელები განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის ერები ვართ, მაგრამ განსხვავებული მრწამსის მიუხედავად, ახლო მეგობრობა გვაკავშირებს.

ამ ურთიერთობის შენარჩუნებასა დაგაძლიერებაში მე ყოველთვის ვხედავ თქვენსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირად როლს.

მჯერა, რომ ეს მეგობრობა არასდროს შეიბღალება, გავუფრთხილდებით მას და ამით კიდევ უფრო გავაძლიერებთ რეგიონს, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიმშვიდე და განვითარება", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიწერილ მილოცვაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა