მამუკა ხაზარაძე - ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება არჩევნებით უნდა მოხდეს

ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით, რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით, - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი.

„ის ახლა ცდილობს მიიტაცოს არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ ამ ქვეყნის თითოეული ადამიანი, მათი ხმა, ნება და თავისუფლება! "ლელო" უერთდება საერთო სახალხო პროტესტს და მოგიწოდებთ ყველას! შევიკრიბოთ ხვალ, 15:00 საათზე, ოპერის თეატრთან, რათა ერთად შევუერთდეთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე. ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით. რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანების სახელით, რომელთაც საკუთარი სისხლით მოიპოვეს 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი - სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარება!“ - წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს