დავით უსუფაშვილი - ხელისუფლება სრულიად უსაფუძვლოდ ბრძანებს, თითქოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ე.წ.გერმანული მოდელი, ოღონდ არანაირ არგუმენტს არ ამბობს

„ხელისუფლება სრულიად უსაფუძვლოდ ბრძანებს, რომ თითქოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება გერმანული მოდელი, ოღონდ ამას ამბობს და არანაირ არგუმენტს არ გვეუბნება“, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მან ისაუბრა პარლამენტის წინ ხვალ დაანონსებულ საპროტესტო აქციის შესახებ და უმრავლესობის წევრების განცხადებას გამოეხმაურა, რომ გერმანული საარჩევნო მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი არ არის.

„ხვალ, რუსთაველზე სახალხო შეკრებაა დაანონსებული, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გამოხატოს თავისი პოზიცია, პროტესტი სწორედ იმ ყველაფრის მიმართ, რაც გაკეთდა. ჩვენ ვცდილობთ, საქმე ვაკეთოთ ჩვენი პროფილის და ძლიერი მხარეების მიხედვით, ამიტომ, უფრო დაკავებული ვარ სწორედ იმ საარჩევნო სისტემის თემების დამუშავებით, რომელზეც სრულიად უსაფუძვლოდ ხელისუფლება ბრძანებს, რომ თითქოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება გერმანული მოდელი, ოღონდ ამას ამბობს და არანაირ არგუმენტსაც არ ამბობს და მეტიც, სხვა არაფერს ამბობს. პოლიტიკურად მისაღებია, ხელისუფლებავ, ეს საკითხი, რომ პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების ასეთი შერწყმით ჩვენ კრიზისი გადავლახოთ? ამაზე დუმან. მოდი, პირველ რიგში ამაზე გაგვცენ პასუხი და ფორმალურ საკითხს კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მე ვპირდები მათ, რომ ძალიან მარტივად მოვაგვარებთ, რადგან არანაირი კონსტიტუციური წინააღმდეგობა არ არის ამ საკითხში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა