ნიკა მელია - ყურადღება არ უნდა მივაქციოთ რას საუბრობენ ივანიშვილის კარზე მყოფი ე.წ. პოლიტიკოსები

არ უნდა მივაქციოთ ყურადღება რას საუბრობენ ივანიშვილის კარზე მყოფი ე.წ. პოლიტიკოსები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითიც ის უმრავლესობის წევრების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მელიას განცხადებით, უმრავლესობის წევრები ხავსს ეჭიდებიან.

მისივე თქმით, „უპირველესი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა და შემდეგ ვადამდელი არჩვენები დაინიშნოს იმ სისტემით, რა სისტემაც ნაკარნახევი იქნება რუსთაველის გამზირიდან“.

„მთავარია რას საუბრობს საზოგადოება და როგორია მისი ნება. საზოგადოების ნებაა, დაუოკებელი სურვილი ცვილებებისა და ეს ცვლილებები აუცილებლად იქნება მიღწეული. ეს არის შეუქცევადი და ეს პროცესი ივანიშვილის ხელისუფლებას მიიყვანს მარცხამდე და ქართულ საზოგადოებას გამარჯვებამდე. შეუძლებელია ერი შეეგუოს იმ ცინიზმს, რომელიც დაამკვიდრა ივანიშვილმა და გვითხრა, რომ შეეგუეთო. ივანიშვილმა გვითხრა, რომ მე არ ვარ თქვენთან ანგარიშვალდებული,მერე რა რომ ოდესღაც ამირჩიეთ, როცა მინდა რაღაცას შეგპირდებით და როცა მინდა რაღაცას გადავთქვამო. დასავლურ დემოკრატიებში ასეა, როდესაც უმნიშვნელოვანეს პირობას ხელისუფლება არღვევს, მთავრობა გადადგება და ტარდება არჩევნები“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ე.წ. გერმანულ მოდელზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის და აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა