გაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე კარავი გაშალა, სადაც სამუშაო შეხვედრები გაიმართება

გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია" რუსთაველის გამზირზე კარავი გაშალა. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი გადმოდის რუსთაველის გამზირზე, სადაც გაიმართება სამუშაო შეხვედრები.

მისივე განმარტებით, ოპოზიციას გამარჯვებისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმები გააჩნია, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია მასშტაბურ აქციას მოაწყობს, იქნება მსვლელობებიც.

„ყველა ვდგავართ ერთად, სიმართლე ჩვენსკენ არის. ქართველ ხალხს ვერავინ დააჩოქებს. ვერავინ მოახდენს საქართველოს თურქმენიზაციას! აქ არის გაერთიანებული ოპიზიცია. ასე გააკეთებს ყველა პოლიტიკური ძალა და ასე გაფართოვდება ჩვენი წინააღმდეგობის არეალი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო