პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრებმა აქციების დაწყებიდან 1 წლის გასვლასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს. აქტივისტების ნაწილმა პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა და ერთ-ერთი ბანკის შენობა დააზიანა.

მოგვიანებით, აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 100-ზე მეტი დემონსტრანტი. შეგახსენებთ, რომ პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები 1 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებდნენ, მოგვიანებით კი, მათი ლოზუნგები საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და მთავრობის გადგომის მოთხოვნით შეიცვალა.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა