პარლამენტის წინ დღეს დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან

პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებმა დამატებითი ჯებირები მიიტანეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს. რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და რამდენიმე პოლიტიკოსი იმყოფებოდა.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, "სირცხვილიას" ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, 15:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია განახლდება. მისივე თქმით, მოსახლეობა რეგიონებიდანაც შემოუერთდებათ და ეს იქნება იმ ადამიანთა რეალური რაოდენობა, რომლებიც „მზად არიან მონაწილეობა მოიღონ ქვეყნის დაბრუნებაში“.

"მესამე მშვიდობიანი ღამე გავათენეთ რუსთაველის გამზირზე, დაემატა კარვები. ვემზადებით ყველაზე დიდი აქციისთვის, პირველად გავტესტავთ ადამიანების რაოდენობას რომლებიც რეალურად არიან მზად, ჩაერთონ ქვეყნის გათავისუფლებისა და დაბრუნების პროცესში. ეწყობა სცენა და აპარატურა. ფაქტობრივად, ყველაფერი მზად არის, რომ 15:00 საათზე ჩატარდეს ფართომასშტაბიანი აქცია. ახლა გვაქვს დრო და შანსი, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. რეგიონებიდან უკვე დაიძრნენ, სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან მოქალაქეები - 25 000-30 000 კაცზე ნაკლები ნამდვილად არ იქნებიან", - განაცადა გიგა მაქარაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, 14:00 საათზე პუშკინის სკვერში შეიკრიბებიან "ნაციონალური მოძრაობის " წევრები და აქტივისტები, ხოლო ოპერასთან " ევროპული საქართველოს" წევრები. ისინი 14:30 საათზე დაიწყებენ ფეხით მსვლელობას და შეუერთდებინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა