ზაალ უდუმაშვილი - პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარლამენტის წინ აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მისი თქმით, პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებს.

"ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნები. უბრალოდ კი არ მოვუწოდებთ, მოვითხოვთ, მოუწევთ დააკმაყოფილონ. დღეს იწყება გადამწყვეტი ბრძოლა. უკანდასახევი გზა აღარ დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა. ერთადერთი გზა, რომელიც დაგვრჩა, ესაა მასობრივი პროტესტი. დღეს მართლა დაინახავს ივანიშვილი, რა არის ხალხის ძალა და ამ ძალას წინ ვერავინ აღუდგება, სანამ არ მივაღწევთ გამარჯვებას, ანუ სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. დრო არც ჩვენ არ გვაქვს ბევრი და არც ვაპირებთ დროის ფუჭად ხარჯვას, ეს აქციები არის ძალიან ძლიერი და მასშტაბური და კიდევ უფრო გაძლიერდება", - განაცხადა უდუმაშვილმა.

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს