მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქამდე ვერავითარი ტალახი ვერ მიაღწევს

პატრიარქამდე ვერავითარი ტალახი ვერ მიაღწევს, -ასე მიმართა მრევლს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) სამების საკათედრო ტაძარში. მეუფე ნიკოლოზი ლოცვის დასრულების შემდეგ, ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს წმინდა იმრეს ცხოვრების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა თავად უნდა გადავწყვიტოთ, პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევა მივიღოთ, თუ "ვინმეს თავში მოუვიდეს აზრად და ესროლოს მას ტალახი, რომელიც მანამდე ვერ მიღწევს"

"იმრე უფლისწული იყო არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეასრულოს შვილმა მამის დარიგებები და როგორი უნდა იყოს ღვთისმოსავი. მან დედაქალაქის ტაძარში საზეიმოდ დადო უბიწოების აღთქმა და ბერობა გადაწყვიტა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მამის რჩევით. მან იქორწინა. ეს იყო დინასტიური ქორწინება, ქვეყნის საკეთილდღეოდ და თავის მეუღლესთან ერთად მან მიიღო უბიწოდ ცხოვრების გადაწყვეტილება. ის და მისი ახლად ჯვარდაწერილი მეუღლე ერთმანთეს არასდროს შეხებიან და ცხოვრობდნენ ისე, როგორც და-ძმა. მიუხედავად ამისა, საშინელი ტრაგედია მოხდა. უფლისწული იმრე სანადიროდ იყო და ნადირობის დროს მას თავს დაესხა ტახი, რომლის ეშვებმაც დაგლიჯა. როდესაც მეფემ შეიტყო ამის შესახებ, მან თქვა, ღმერთს ეტყობა ისე უყვარდა, რომ თავისთან წაიყვანა. ასეთი იყო წმინდა იმრე, იმრე დღეს უნგრეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია, ყველაზე საყვარელი წმინდანია და გადმოცემაც არსებობს, რამდენმად მართალია არ ვიცით, რომ ცნობილ იტალიელ მოგზაურს ამერიკო ვესპუჩის სწორედ იმრეს სახელი ერქვა -ემერიკი და შესაბამისად, ამერიკასაც ჰქვია იმრეს სახელი.

ასეთი იყო წმინდა იმრე, შეგვეწიოს მისი მადლი და ეს სიბრძნე, რომელსაც მამამოციქულთა სწორი, უნგრეთის განმანათლებელი თავის შვილს უქადაგებდა, ღმერთმა ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს მიანიჭოს. ჩვენ დღეს ვდაგავრთ სწორედ არჩევნის წინაშე, ჩვენ დღეს გვყავს პატრიარქი, რომელსაც როგორ შევეხოთ, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ. მივიდეთ და ხელზე ვემთხვიოთ და მივიღოთ მისგან ლოცვა-კურთხევა, როგორც ჭეშმარიტი მამისგან, (ის არის ნამდვილი ერის მამა) თუ ვინმეს თავში მოუვიდეს აზრად და ესროლოს მას ტალახი, რომელიც მანამდე ვერ მიღწევს. პატრიარქამდე ვერავითარი ტალახი ვერ მიაღწევს. ღმერთმა დაგლოცოთ",-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

იხილეთ ვიდეო:

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა