გიგა ბოკერია - პოლიტიკური ცხოვრება ივანიშვილის რეჟიმისთვის დღეს არსებული  სტატუსკვოთი  შეუძლებელი გახდება

პოლიტიკური ცხოვრება ივანიშვილის რეჟიმისთვის დღეს არსებული სტატუსკვოთი შეუძლებელი გახდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განაცხადა. მისივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება არა მარტო დღევანდელი დღის ბოლომდე, არამედ შემდგომ დღეებშიც.

"რა თქმა უნდა, პოლიტიკური ცხოვრება ივანიშვილის რეჟიმისთვის ამ სტატუსკვოთი, როგორიც დღეს არის, გახდება დღეს არა, ხვალ არა, მაგრამ საერთო ჯამში შეუძლებელი. რამდენი დროც დასჭირდება, იმდენი ხანი უნდა იყოს მწვავე პროტესტი. ეს ე.წ. გაერთიანება არის საზოგადოების პროტესტი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის, სამარცხვინო ლიდერის წინააღმდეგ. ეს არის გაერთიანება საზოგადოების თამაშის წესებზე და არა პოლიტიკური კოალიცია მომავალ მმართველობაზე. იმაზე, როგორ ამცირებს ივანიშვილი მთელ საზოგადოებას და როგორ იქცა ის პრობლემად მთელი ქვეყნისთვის - ამაზე თანხმდებიან პარტიები კი არა, მათ შორის ადამიანებიც, რომლებიც ვერაფერ დანარჩენზე ვერ თანხმდებიან ერთმანეთთან", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს