მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილის სიტყვას ფასი აღარ აქვს

ივანიშვილი რაზე წავა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს - დღეს მის სიტყვას ფასი აღარ აქვს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ლელო“ მშვიდობიანი პროტესტის მომხრეა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სწორედ პროტესტი გახდეს მთავარი იარაღი შედეგების მისაღებად.

ხაზარაძე ამბობს, რომ თუ ქვეყანა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს არ გადავა, ქვეყანა ჩრდილოეთისკენ წავა.

"მე და ჩემი თანაგუნდელები ვართ პარლამენტის წინ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის თავისუფლება დავიცვათ, თავისუფალი არჩევანი დავიცვათ, რომელიც წაგვართვეს, რომელსაც დაპირდნენ ახალგაზრდებს, საზოგადოებას 20-21 ივნისის მერე და ასე მწარედ მოატყუეს ქართული საზოგადოება. ივანიშვილი რაზე წავა, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს დღეს იმიტომ, რომ ივანიშვილმა ისე მოატყუა დაპირებებით, მთელი თავისი პოლიტიკით საზოგადოება, რომ მის სიტყვას ფასი აღარ აქვს. ერთადერთი გამოსავალია საერთაშორისო დიპლომატიის ჩარევით სასწრაფოდ მოხდეს დიალოგის დაწყება და ამ კანონის შემოტრიალება პარლამენტში. ამის მიღება შესაძლებელია გაზაფხულზე, რომ ქვეყანა გადავიდეს ცივილურ, პროპორციულ არჩევნების სისტემაზე, სხვა შემთხვევაში, ქვეყანა მიდის სხვაგან, წავა ჩრდილოეთისკენ და გადავარდება უკან რამდენიმე ათეული წლით. „ლელოს“ გუნდი ემხრობა მხოლოდ მშვიდობიან აქციებს, არანაირი ძალადობა, კანონდარღვევა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხმა და პროტესტი გახდეს მთავარი იარაღი. მოტყუებას არავის შევარჩენთ იმიტომ, რომ იმდენჯერ შევარჩინეთ, რომ აღმოვჩნდით ტყუილების ქვეყანაში,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო