სალომე სამადაშვილი - დეპუტატები პარლამენტში მხოლოდ ერთადერთი მიზნით შეძლებენ შესვლას - გააფორმონ ქართველი ხალხის არჩევანი

დეპუტატები პარლამენტში მხოლოდ ერთადერთი მიზნით შეძლებენ შესვლას - გააფორმონ ქართველი ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დღეს დაიწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება და "შენობაში ვერ შევა ვერც ერთი ივანიშვილის გოშია".

"არც ერთმა ივანიშვილის გოშიამ არ იფიქროს პარლამენტში მოსვლა, რადგან ამ შენობას ხალხი იბრუნებს და აქტივისტები არ მისცემენ დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, "ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა პიკეტირება მოახდინოს სახელმწიფო შენობების, მათ შორის, პარლამენტის".

მისივე თქმით, აქტივისტების მთავარი მოთხოვნაა, "დაუყოვნებლივ გადადგეს ივანიშვილის ხელისუფლება, გაფორმდეს გამარჯვება, რომელიც ხალხმა მოიპოვა ივანიშვილზე, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და უახლოეს მომავალში დაუბრუნდეს ხელისუფლება ქართველ ხალხს".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა