„ევროპული საქართველოს“  ლიდერებმა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკრებს  ბოქლომი დაადეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკრებს ბოქლომი დაადეს.

პარტიის ლიდერებმა საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება რამდენიმე წუთის წინ დაიწყეს.

გიგი უგულავას განცხადებით, ბოქლომის გასაღები ხალხს გადაეცემა იმის ნიშნად, რომ ხალხის მიერ დაილუქა შენობა, სადაც საუკუნის მზაკვრობა და ღალატი იკადრა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს ტყუილად ჰგონიათ, რომ აქ მშვიდად ივლიან და უდიპლომო მურუსიძეს დანიშნავენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ასე არ მოხდება,“ - განაცხადა უუგულავამ.

უგულავამ პოლიციელებსაც მიმართა და განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.

„მშვიდად იყავით, არავინ შემოსვლას არ აპირებს. თუ უზურპატორს დაიცავთ, ეს თქვენს კისერზე იქნება. დღეს ლეგიტიმაცია აყრილ, არაფორმალურ მმართველს იცავთ, რომელსაც სხვა გზა აღარ დარჩენია, გარდა იმისა, რომ თქვენს ზურგს ამოეფაროს. ჩვენ არაფერი საქმე არ გვაქვს მანდ, ესაა მკვდარი შენობა, შეგიძლიათ კობახიძის და თალაკვაძის კაბინეტებიც დაიკავოთ, მაგრამ ამ შენობაში ეშმაკი ბუდობს და ნუ იქნებით მისი მსახურები“,-მიმართა უგულავამ პოლიციის თანამშრომლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა