ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდება რამდენიმე დღეში. ახლა ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს და ბატონი ვაჟა დაუბრუნდეს ოჯახს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე ვაჟა გაფრინდაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდება რამდენიმე დღეში. ახლა ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს და ბატონი ვაჟა დაუბრუნდეს მის ოჯახს - ქალბატონ თამილას, მის ქალიშვილებს, რომლებიც მე გუშინ მოვინახულე. იგი დაუბრუნდება მის პროფესიულ საქმიანობას, რომელსაც ასრულებს ყოველთვის მაღალკვალიფიციურად. მკურნალობდა როგორც ოს, ისე აფხაზ პაციენტებს. მას აქვს ჰიპოკრატეს ფიცი დადებული, დარწმუნებული ვარ ადამიანური ღირსებისა და მოქალაქეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე, რომ ძალიან მალე შეძლებს ამ საქმიანობის გაგრძელებას.

ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბატონი ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ჩვენ რამდენიმე არხით გვაქვს ეს ინფორმაცია მიღებული. მათ შორის მათი მხრიდანაც, რომელსაც რეგულარულად ვამოწმებთ ცხელი ხაზით.

მე ვერაფრით ვერ გეტყვით ახლა რომელი წყაროებით და როგორ, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც განცხადებას ვაკეთებ ამის საფუძველი მაქვს. ცხადია, ჩვენი ძალისხმევა მთლიანად მიმართულია ახლა იმისკენ, რომ ბატონი ვაჟა იქნეს მალე გათავისუფლებული. დღეს ის ფაქტობრივად ერთგვარი სიმბოლოა იმისა, თუ რა მთავარი გამოწვევა აქვს ქვეყანას და რა უნდა დავძლიოთ აუცილებლად.

მე ბატონი ვაჟას მიმართ გამოვხატავ ძალიან დიდ პატივისცემას, მას და მის ოჯახს მადლობას ვუხდი გამძლეობისათვის. ეს არ არის მარტივი.

ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური ექიმი. არაერთხელ გაუწევია პაციენტებისთვის დახმარება თბილისში, როდესაც ისინი გადმოდიან. დარწმუნებული ვარ დღეის მერეც ისიც და მისი კოლეგებიც, რომლებიც ძალიან სამართლიანად არიან აღშფოთებულები ამ გაუგონარი მოქმედების გამო, მომავალშიც გააგრძელებენ კეთილსინდისიერად პაციენტების მკურნალობას, მიუხედავად მათი ეთნიკურობის. ეს მათ თავად თქვეს. ეს არის ჩემთვის საპატივცემულო ხალხი და რა თქმა უნდა ექიმებს არ გააჩნიათ საზღვრები მით უფრო არ არსებული საზღვრები საკუთარ ქვეყანაში“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

გუშინ სახელმწიფო მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეხვდა და დეტალურად გააცნო ის სამუშაოები რასაც სახელმწიფო ექიმის გასათავისუფლებლად აკეთებს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა