რომან კაკულია - ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, რადგან ხელისუფლება ამ შემთხვევაში  მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია

ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, რადგან ხელისუფლება ამ შემთხვევაში მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რომან კაკულიას თქმით, პარლამენტის შესასვლელის პიკეტირებით ოპოზიცია დიალოგისკენ „გზას იჭრის“.

„ახლა ხელისუფლების მთავარი მოვალეობა არის, არ ვკონცენტრირდეთ, ჩემი აზრით, ძალიან შეურაცხმყოფელ და არაადეკვატურ განცხადებებზე, გვინდა ვკონცერტრირდეთ მხოლოდ მოთხოვნებზე, რაც ოპოზიციამ დააყენა. ჩვენი დიალოგი შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა ვიფიქროთ, რომ გვინდა დიალოგი მათ მოთხოვნებზე. აქედან გამომდინარე, როდესაც ბლოკირებას იწყებ კონსტიტუციური შენობის, ჩემი აზრით, შენ უკვე თავისთავად სპობ იმ გზას, რომელიც დიალოგისკენ მიდის, მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ეს დიალოგი. ჩვენ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი აგრესიული ხალხიც არ უნდა იდგეს დღეს იქ, , საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოსავალი, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ერთმანეთთან, სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს“,-განაცხადა რომან კაკულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა