ვაჟა სირაძე - პოლიციამ აქციის ტერიტორიას ორი პირი განარიდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციიდან ორი პირი განარიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

ვაჟა სირაძის თქმით, განრიდების საჭიროება გარკვეულმა ინციდენტმა განაპირობა, თუმცა რა მოხდა, დეტალებზე არ საუბრობს.

„დაკავებული არც ერთი არაა. დაგვიძახეს აქციის მიმდინარეობისას. საპატრულო პოლიციას მოუწოდეს დახმარებისკენ და საპატრულო პოლიციამ განარიდა ორი პირი რომლებიც, სავარაუდოდ, იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამასთან, სირაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აქციის მონაწილეთა მიერ, საკანონმდებლო ორგანოს კარზე დადებული ბოქლომები პოლიციამ მოხსნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო