რომან კაკულია - ყოველი 10 ათასი ადამიანის მოსვლის შემთხვევაში თუ ხელისუფლება სახლში უნდა წავიდეს, მაშინ არჩევნებს რა აზრი აქვს საერთოდ?

ყოველი 10 ათასი ადამიანის მოსვლის შემთხვევაში თუ ხელისუფლება სახლში უნდა წავიდეს, მაშინ არჩევნებს რა აზრი აქვს საერთოდ? - ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა რომან კაკულიამ მედიას განუცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

რომან კაკულიას თქმით, უნდა გაირკვეს, როგორია პროტესტის შინაარსი.

„როდესაც ასეთი საპროტესტო ტალღაა, ორი ძირითადი თემა განიხილება: ეს არის საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი (რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია) თუ პროტესტი შეიძლება იქნას განხილული სრულიად საზოგადოების პროტესტად. თუ პროტესტი იმ მასშტაბის არის, რომ შენ შეიძლება განიხილო საკითხი, შენი ხელისუფლებაში ყოფნა ხომ არ დგება ლეგიტიმაციის ქვეშ, ეს სხვა მასშტაბის პროტესტია. ამიტომ, ჩვენ ვაკვირდებით მდგომარეობას. ჩვენ მაშინ უნდა შევთანხმდეთ, რა რაოდენობაა ის ადამიანების რაოდენობა, როდესაც რაღაცას ითხოვენ და შენ ავტომატურ რეჟიმში ცვლი. ასეთი რაოდენობა დადგენილი არ არსებობს. არსებობს სიტყვა გონივრული, როდესაც გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ის რაოდენობა შეიკრიბა ადამიანების, რომლებმაც შენი ლეგიტიმურობა ეჭვისქვეშ დააყენოს. მაშინ რა გვინდა პარლამენტში, უნდა დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ სახლში. რამდენი ადამიანია მნიშნველობა არ აქვს, მაგრამ ყოველი 10 ათასი ადამიანის მოსვლის შემთხვევაში თუ ხელისუფლება სახლში უნდა წავიდეს, მაშინ არჩევნებს რა აზრი აქვს საერთოდ?“ - განაცხადა კაკულიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა