ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ატენის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, ინგლისში ცხოვრობდა და საქართველოში დროებით იყო ჩამოსული

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ატენის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, ინგლისში ცხოვრობდა და საქართველოში დროებით იყო ჩამოსული.

„ამბობენ განქორწინდა და ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში დროებით. ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანი იყო ,- აცხადებს ერთ-ერთი ახლობელი.

მისივე თქმით, სახლში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, მხოლოდ სამი ადამიანი ცხოვრობდა.

“ვიცნობდი მთელ ოჯახს. იყვნენ ჩვენი ახლობლები, არაჩვეულებრივი, წესიერი და პატიოსანი ოჯახი იყო - ნამდვილი ინტელიგენტები. ბიჭი დროებით უმუშევარი იყო, ინგლისში ცხოვრობდა. ინგლისელი ჰყავდა ცოლი. როგორც ამბობენ, განქორწინდა და ამიტომ ჩამოვიდ დროებით. ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანი იყო. გარდაცვლილები იპოვა პოლიციამ. მათ მეზობლებმა შეატყობინეს. იქ ცხოვრობდა მხოლოდ ეს სამი ადამიანი”, - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები, ადგილობრივი მცხოვრები აცხადებს, რომ “არ ეტყობოდა”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა