„ევექსის“ 3 000 ექიმი ოკუპანტების მიერ კოლეგის გატაცებას საქართველოს 6 რეგიონში გააპროტესტებს

„ევექსი“ ახალგორში პაციენტის სამკურნალოდ ჩასული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება.

პროტესტის ნიშნად, ქსელის მასშტაბით 18 სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი 18 ნოემბერს, 12:00 საათზე "თეთრი ხალათების აქციას" შეუერთდება. “ევექსის” 3 000 ექიმი 5-წუთიან მდუმარე აქციას მოაწყობს და ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას გააპროტესტებს.

ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 დღის წინ ე.წ. უკანონო საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს, ხოლო 15 ნოემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მას 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

„ევექსის“ ექიმები კოლეგის მხარდასაჭერ აქციას საქართველოს მასშტაბით უერთდებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს