"ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ზუბალაშვილების ქუჩაზე სამართალდამცავებმა ის ავტომანქანა გააჩერეს, რომელიც შეშით და აქციის მონაწილეთათვის საჭირო ნივთებითაა დატვირთული.
როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავები ამ დროისთვის მანქანას ამოწმებენ.