შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე დაახლოებით 5 500-მდე მოქალაქე იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შსს-ს არავინ დაუკავებია.

მისივე თქმით, ამ წუთებშიც სამართალდამცველები იმყოფებიან აქციის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით.

„შსს-მ უზრუნველყო 17 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის ჩატარება. მოგახსენებთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500-მდე მოქალაქე. ასევე აქცია იმართებოდა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და აჭარაში, ბათუმში იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შსს განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას“,-განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია