ირანის სულიერი ლიდერი - საბოტაჟს და ცეცხლის წაკიდებას ხულიგნები ახორციელებენ და არა ჩვენი ხალხი

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ირანში მიმდინარე არეულობა „ხულიგნების“ მიერ მოწყობილი „საბოტაჟის“ შედეგია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პირდაპირ სატელევიზიო მიმართვისას აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლების ოპონენტები და ქვეყნის მტრები უსაფრთხოების რღვევის ხელშეწყობას განაგრძობენ.

„საბოტაჟს და ცეცხლის წაკიდებას ხულიგნები აწყობენ და არა ჩვენი ხალხი. კონტრ-რევოლუციონრები და ირანის მტრები ყოველთვის უჭერდნენ მხარს საბოტაჟსა და უსაფრთხოების რღვევას და ახლაც იგივეს აგრძელებენ. სამწუხაროდ, ამან გარკვეული პრობლემები შექმნა, დაღუპული არიან ადამიანები და განადგურებულია ქვეყნის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცენტრი,“- განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

მთავრობის მიერ საწვავის ფასის 50%-ით გაზრდას ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციები ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. ასობით მძღოლმა პროტესტის ნიშნად ავტომობილებით გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტა. ქალაქ სირჟანში აქციის მონაწილეებმა ნავთობის საცავის დაწვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცავებთან შეტაკებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა