გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 18 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება სამგორის, ისნის, საბურთალოს, ჩუღურეთის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

სამგორის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის, მშვიდობის და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II, III, IIIა მიკრორაიონების და სესილი თაყაიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათის მთის, ცაიშის და ქვალონის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და მუხიანის ნაკვეთების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის, ნუშის, მონადირეს, ფირცხალავას და ავალიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევსურეთის, ცოტნე დადიანის, სვანეთის, ლეჩხუმის და წმინდა მელქისედეკის I ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 01 საათიდან 05 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, კვერნაძის, ანდრია აფაქიძის, ბერბუკის, ალმასიანის და ასლანიდის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო