„ამნესტი ინტერნეშენელი“ გერმანიას მოუწოდებს, ჩინელი სამხედროების გაწვრთნაზე უარი თქვას

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენელი“ გერმანიის ხელუსუფლებას მოუწოდებს, ჩინელი სამხედროების გაწვრთნაზე უარი თქვას, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩინეთში არსებული მდგომარეობის ფონზე, გერმანიის მიერ ჩინელი სამხედროების გაწვრთნაში მონაწილეობის მიღება გამართლებული ვერ იქნება,“- განაცხადა ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ექსპერტმა მათიას ჯონმა გერმანულ გამოცემა Bild am Sonntag -თან საუბარში.

მისივე თქმით, ჰონგ-კონგში არსებული სიტუაციის გამო, გერმანიის მთავრობამ ჩინეთის ხელისუფლებას სამხედრო ურთიერთობის შეწყვეტით „ნათელი სიგნალი უნდა გაუგზავნოს.“

„გერმანიის ხელისუფლებამ ჩინეთს ნათელი სიგნალი უნდა გაუგზავნოს და მასთან ყოველგვარი სამხედრო თანამშრომლობა გაწყვიტოს,“ - განაცხადა მათიას ჯონმა.

„ამნესტი ინთერნეშენალის“ პასუხად გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინელი ჯარისკაცები გერმანიის სამხედროების მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში რეგულარულად მონაწილეობენ და ამ თანამშრომლობის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გერმანიის „დემოკრატიული ღირებულებების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებაა.“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო