აქციის მონაწილეების მხრიდან დაპირისპირების გამო, მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია  პოლიციის დახმარებით დატოვა

პარლამენტთან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას გამოჩენას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა დეპუტატს, რომელმაც კოლეგების ნაწილის მსგავსად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, „მონა“, „ბიძინას გოშია“ და „ვირთხა“ ეძახეს.

ქვარაიას პარლამენტში შესვლა სურდა, თუმცა ის საკანონმდებლო ორგანოში აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს.

სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, ადგილი ჰქონდა დეპუტატის მისამართით გარკვეულ შეხლა-შემოხლასაც, რის გამოც პროცესში პოლიცია ჩაერია. საბოლოოდ, ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია სწორედ სამართალდამცავების დახმარებით დატოვა.

„მე არ დაგეთანხმებით, რომ არცერთი დაპირება არ შევასრულეთ. ყველაზე მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ახლა კონსტრუქციულ რეჟიმში ვიპოვოთ გამოსავალი, საქართველოს წავიდეს წინ და განვითარდეს და საქართველომ გადადგას სწორი ნაბიჯები ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის,“ - განაცხადა ქვარაიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების განცხადებით, დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

იხილეთ ვიდეო

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე