რევაზ არველაძე - თუ პარლამენტში არ შემიშვებენ, წავალ და წავიკითხავ ლექციებს, ეს გეგმა მაქვს

მე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გახლავართ, თუ პარლამენტში არ შემიშვებენ, წავალ და წავიკითხავ ლექციებს. ეს გეგმა მაქვს,- ამის შესახებ დეპუტატმა რევაზ არველაძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს.

როგორც არველაძე აცხადებს, როცა იქნება საშუალება პარლამენტში შესვლის, მაშინ მივა. მისივე თქმით,საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჰგონიათ, რომ მთელ საქართველოს წარმოადგენენ და შეცდომაში არიან შეყვანილები, რომ ძალისმიერი მეთოდებით მიაღწიონ რაღაცას, რაც არასწორია.

„არ მომცეს შესვლის საშუალება. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. დღეს მოვედი სამსახურში, ჩემი სამსახურია აქ . სამი კანონპროექტია ენერგეტიკაზე შემოსული და მინდოდა მენახა“, -აღნიშნა არველაძემ.

მისივე თქმით, არასწორად მიაჩნია იმ 40 დეპუტატის საქციელი, რომელთაც პროპორციულ საარჩევნო ცვლილებაზე გადასვლას ხელი შეუშალეს.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მხარი უნდა დაგვეჭირა ამისთვის, მაგრამ გამოჩნდა 40 ადამიანი. მე ხმა მივეცი კანონპროექტს. იმის მიუხედავად, რომ თავიდან ვფიქრობდი, რომ შესანარჩუნებელია მაჟორიტარული სისტემა, რადგან გუნდმა გადაწყვიტა. თუ გუნდია, გუნდი უნდა იყოს. აქციის მონაწილეები რომ იძახიან, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდესო, ამას ყველაფერს საკანონმდებლო ნორმების მიღება სჭირდება“, - აცხადებს არველაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა