გიორგი ვაშაძე - გვიჭირს ხალხის დაწყნარება, როცა იმ დეპუტატების სიფათებს ხედავენ, რომლებმაც სამშობლო კაპიკად გაყიდეს

ვიჭირს ხალხის დაწყნარება, როცა მათ სიფათებს ხედავენ, ადამიანების, რომლებმაც სამშობლო კაპიკად გაყიდეს, - ამის შესახებ პარლამენტთან „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

მან პოლიციას მოუწოდა, დეპუტატები არ მიუშვან იმ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები დგანან.

„ბიძინას პირადი მონები და „ბიძო ბოტები“ არიან. ამიტომ სამართალდამცავებსაც მოვუწოდებ, დეპუტატებს, რომ დაინახავენ, ნუღარ შემოუშვებენ იმ ტერიტორიაზე, სადაც არიან ადამიანები, რომელთა განწყობაც არის საკმაოდ დაძაბული.

ჩვენ ვაწყნარებთ ყველას. მოვედი იმისთვის, რომ ხალხი დავაწყნარო, ნორმალურად ავუხსენი თუნდაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელ სახეს, ადამიანს, რომელიც ჩემთვის არის „პლინტუსზე“ უფრო დაბლა, რომ ნუ ამწვავებ, ნუ მოდიხარ და ადამიანებს ნუ იწვევ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო