ჰონგ-კონგში პოლიციამ უნივერსიტეტი, სადაც დემონსტრანტები იყვნენ, შტურმით აიღო

ჰონგ-კონგში, პოლიციამ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბარიკადები გაარღვია და ტერიტორია შტურმით აიღო. პოლიციამ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესასვლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

შენობა პოლიციის ალყაშია. მსოფლიო მედიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ასობით სტუდენტი იმყოფება. შტურმი დაახლოებით ერთი დღე-ღამე გრძელდებოდა.

სტუდენტებმა პოლიციის შტურმის მოგერიება სცადეს, რა დროსაც ერთ-ერთი სამართალდამცველი დაიჭრა.

მასშტაბური აქციები ჰონგ-კონგში რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტი მიიღეს. აქციების გასანეიტრალებლად, მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები, ჰონგ-კონგის ლიდერის გადადგომის მოთხოვნით, კვლავ გრძელდება.

იხილეთ ვიდეო: ჰონგ-კონგში პოლიციამ უნივერსიტეტი, სადაც დემონსტრანტები იყვნენ, შტურმით აიღო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს