დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შესატანად მოვიდა, რომლითაც პარლამენტი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღებას შეძლებს.
„გამოსავალი არის შემდეგი, ხელახლა უნდა შევიტანოთ საკონსტიტუციო ცვლილება. ეს მოესწრება 2020 წლისთვის. მოვედი იმისთვის, რომ ახალი საკონსტიტუცო ცვლილება შევიტანოთ და მიიღოს პარლამენტმა პროპორციული არჩევნები“, - განუცხადა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს, მას შემდეგ , რაც მას აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცუდად მოიქცა და თავად მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებს.
„ე.წ.გერმანულ და ნებისმიერ სხვა მოდელს, რომლითაც შესაძლებელი იქნება პროპორციული არჩევნების ჩატარება, ვეთანხმები“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, გია ჟორჟოლიანი იყო მესამე დეპუტატი, რომელიც პარლამენტთან მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს.