თბილისში, გაერო-ს წარმომადგენლობასთან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში, გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისთან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გაერო-ს ექიმის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით მიმართეს.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, კონფლიქტის ზონებში ექიმების დაკავება ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ნორმებს და მნიშვნელოვანია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს ვადებში უვნებელი დაუბრუნდეს ოჯახს და პროფესიულ საქმიანობას.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ექიმი ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე პროფესიული მოვალეობის გამო გადავიდა. კონფლიქტის ზონებში ექიმების დაკავება ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ნორმებს.

ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები მოგმართავთ გაერო-ს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს ვადებში უვნებელი დაუბრუნდეს ოჯახს და პროფესიულ საქმიანობას”,- ნათქვამია საქართველოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატირობა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო