კომპანია „რედკო“ „თიბისი სტატუსის“ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს პროექტში - „ახალი გუდაური“ ბინის შეძენისას მიიღონ ბინა + რემონტი

დეველოპერული კომპანია „რედკო“ „თიბისი სტატუსის“ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს პროექტში - „ახალი გუდაური“ ბინის შეძენისას მიიღონ ბინა + რემონტი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, შეთავაზების ფარგლებში, ბინის შეძენის შემთხვევაში, „თიბისი სტატუსის“ მომხმარებელი ორ ადამიანზე 5 წლიან ულიმიტო აბონიმენტს (სკი-პასს) მიიღებს, რომელიც საქართველოში ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე მოქმედებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია „რედკო“ ახალ გუდაურში 50 ჰა მიწას ფლობს და აქტიურად არის ჩართული კურორტის განვითარებაში, რომელიც გონდოლას საბაგიროს ირგვლივ 2012 წელს დაიწყო. ახალი გუდაურის დაგეგმარება მსოფლიოში ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტების დამგეგმავ კანადურ კომპანიას - „ეკოსაინს“ ეკუთვნის. ამ გეგმის მიხედვით 2026 წლამდე ახალ გუდაურში ჯამში 26 სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი, სასტუმრო-გამაჯანსაღებელი და გასართობი ობიექტი აშენდება.

„რედკოს“ ახალი პროექტი მოიცავს როგორც აპარტოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და დამატებითი ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, ასევე მათ მშენებლობის და შემდგომ მართვას. კომპანია მომხმარებლებს შეძენილი ბინების გაქირავების მომსახურებასაც სთავაზობს.

„რედკოს“ მიერ აშენებული სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების ქსელი ერთი ბრენდით – New Gudauri Resort Residences & Spa-თი არის ცნობილი.

„თიბისი სტატუსის“ მომხმარებლებისათვის შეთავაზება ძალაშია 2019 წლის 30 ნოემბრამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა