მეზობლის ინფორმაციით, ატენის ქუჩაზე მოკლულ ახალგაზრდა ქალს ძმასთან კონფლიქტი ჰქონდა

ატენის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშრებით, ოჯახის ყოფილი მეზობელი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ერთ-ერთი ვერსიით, ჯერ ოჯახის ორი წევრი - დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, დასთან და დედასთან პრობლემები ჰქონდა.

„პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას ეკო ფანგანი, რომელიც წლების წინ ატენის ქუჩაზე ცხოვრობდა, აცხადებს, რომ ოჯახს კარგად იცნობს. მისი თქმით, მოკლულ ახალგაზრდა ქალს ძმასთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ცალკე ცხოვრობდა იმის გამო, რომ კონფლიქტს ერიდებოდა.

„ლევანის ამბები არ ვიცი. წლებია არ მინახავს. ჩვენ ატენის ქუჩაზე ერთად ვცხოვრობდით ბავშვობაში, ახლა იქ აღარ ვცხოვრობ. თაკოს არ ჰქონდა თავის ძმასთან ურთიერთობა დიდად. ცალკე ცხოვრობდა იმიტომ, რომ არ უნდოდა კონფლიქტი ძმასთან. სულ ნერვიულობდა ძმაზე. თაკო ღამე არის 4 საათზე მისული და ტყუილად ხომ არ მივიდოდა? შუა ქუჩაში გდია მანქანა. დედამისმა დაურეკა მიშველეო, თუ რა მოხდა, ვერ ვხვდები“, - აცხადებს ეკო ფნაგანი.

ამასთან, ფანგანის განცხადებით, მამაკაცს, რომელმაც სავარაუდოდ, დედის და დის მკვლელობის შემდეგ, თავი მოიკლა, რამდენიმე წლის წინ თავის მძიმე ტრამვა ჰქონდა მიღებული და შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონოდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 ნოემბერს ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამინი. ამ ეტაპზე ორი დაუდასტურებელი ვერსია არსებობს. კერძოდ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატენის ქუჩაზე სამივე ადამიანი სავარაუდოდ, სხვა პირმა მოკლა.

ასევე არსებობს ვერსია, რომ ლონდონიდან ახლახანს დაბრუნებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ ოჯახის ორი წევრი - დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

შსს-ში არც ერთ ვერსიას ოფიციალურად არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ორი მუხლით მიმდინარეობს, 109-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა