ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს მასშტაბით, საავადმყოფოებთან „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს მასშტაბით, საავადმყოფოებთან „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა.

ერთ-ერთი აქცია "ავერსის" კლინიკასთან მოეწყო, სადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა კოლეგის დაკავება გააპროტესტეს და ვაჟა გადრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

„ყველა მედიკოსი და სამედიცინო დაწესებულება არის ერთსულოვანი. ჩვენც ვუერთდებით აქციებს და ვითხოვთ ბატონი ვაჟას უპირობო გათავისუფლებს. ეს არის ექიმი, რომელმაც დაიმსახურა პაციენტების სიყვარული და წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანი იმყოფებოდეს უკანონო პატიმრობაში“, - განაცხადეს აქციაზე.

„თეთრი ხალათის“ აქციები გაიმართა ასევე ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, თელავში და სხვადასხვა ქალაქებში.

ამასთან, დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში, გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისთანაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გაერო-ს ექიმის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით მიმართეს.

ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა