გიორგი კანდელაკი - გიორგი გახარიამ უნდა დაურეკოს გერმანიის კანცლერს, ევროკომისიის პრეზიდენტს - ამ დონეზე თუ არ წამოიჭრა საკითხი, ვაჟა გაფრინდაშვილის გამოხსნა ძნელი იქნება

გიორგი გახარიამ უნდა დაურეკოს მაგალითად, გერმანიის კანცლერს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ამ დონეზე თუ არ წამოიჭრა საკითხი, ძალიან ძნელი იქნება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გამოხსნა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ის, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, კომიტეტის სახელით დღევე მისწეს წერილებს უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს.

„სწორედ მაღალ დონეზე საკითხის დაყენებამ გახადა შესაძლებელი უკრაინელი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოხსნა.

გიორგი გახარიამ ან უნდა დაურეკოს მაგალითად, გერმანიის კანცლერს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ან წერილი მაინც უნდა მისწეროს. ამ დონეზე თუ არ წამოიჭრა საკითხი, ძალიან ძნელი იქნება ბატონი გაფრინდაშვილის გამოხსნა.

რადგან თამარ ხულორდავა და მისი მოადგილეც კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგნენ, მე ამჟამად ვასრულებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას და ამ ფორმალურ ამპლუას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ახლავე მივწერო კომიტეტის სახელით წერილები უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს, ევროკავშირში პირველ რიგში, მაგალითად, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და მსგავსი რანგის ოფიციალურ პირებს, იმისათვის, რომ მათ დააყენონ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი. ამ წერილს გავაგზავნი დღესვე.

საოკუპაციო რეჟიმი არის ანტიჰუმანური რეჟიმი, იგი იხევს ხოლმე უკან, როცა ასეთი საკითხები დგება მწვავედ მაღალ დონეზე. თუ საქართველო ვერ შეძლებს მაღალ დონეზე ამ საკითხის აქტუალიზაციას, რა თქმა უნდა, შანსები მაღალი არ იქნება, ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო