"ევექსი კლინიკების“ ქსელი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს

,,ევექსი კლინიკების“ ქსელის ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციაში ჩაერთნენ. როგორც „ინტერპრესნიუს“ „ევექსიდან“ აცნობეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 35 კლინიკის წინ 2000 ექიმი შეიკრიბა. მდუმარე აქციით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ქართველ ექიმს და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მისი უკანონო დაკავება გააპროტესტეს.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს. დე ფაქტო რეჟიმმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მან რამდენიმე დღე ცხინვალის იზოლატორში გაატარა. ქართველ ექიმს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ წინასწარი 2- თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც ის ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა