ნიკა მელია - ასეთი მასშტაბის ტყუილის შემდეგ, ყველა დასავლურ დემოკრატიაში მთავრობა გადადგებოდა

ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში ჰყავს ადამიანები, რომლებსაც ფულს აშოვნინებს სხვადასხვა ბიზნესით და შესაბამისად, ისინი ბარტერს უკეთებენ ამ ადამიანს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში დეპუტატებს არ შეუშვებენ, რადგან ისინი არ ემსახურებიან საზოგადოების ინტერესებს.

„ეს არის ორგანო, სადაც უნდოდათ რამდენიმე დღეში კოლექტიური მურუსიძეების უვადოდ დანიშვნა, საკუთარი ადვოკატის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა და ა.შ. ეს ფუნქცია აქვს მას მეტი არაფერი. შიგნით ჰყავს შეყვანილი ადამიანები, რომლებსაც ფულს აშოვნინებს სხვადასხვა ბიზნესით და შესაბამისად, ისინი ბარტერს უკეთებენ ამ ადამიანს და მხარს უჭერენ ყველა იმ გადაწყვეტილებას ან არ უჭერენ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის.

20 ივნისი გრძელდება დღეს, მაგრამ განსხვავება არის იმ მასშტაბის ტყუილში, რომელიც აკადრა საზოგადოებას. ამის იქით ყველა დასავლურ დემოკრატიაში მთავრობა გადადგებოდა. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული მოთხოვნები, რაზეც წამოვიყვანთ ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოში დაწყებულია კრიზისი, რომელსაც სათავე ბიძინა ივანიშვილმა წლების წინ დაუდო.

„დღეს დადგა სულ სხვა რეალობა. სახელმწიფოში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც სათავე დაუდო ბიძინა ივანიშვილმა წლების წინ, მაგრამ ლიმიტი ჰქონია ყველაფერს და აარტყა ჭერს თავი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ის ასევე გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები არასერიოზულია და დაკარგული ელექტორატის დაბრუნებას ემსახურება.

„კალაძემ ბევრი რამ თქვა, მათ შორის წლების წინ თქვა და ეს ყველამ ვიცით, მაგრამ შევახსენებ ვისაც არ ახსოვს, როცა უკაინელი ერი ღელავდა მაშინდელი ოლიგარქი ხელისუფალის მიმართ, გამოვიდა და აქედან შესძახა, იქ, სადღაც ერთ ქუჩაზე, გრუშევსკის ქუჩაზე ხართ შეყუჟულებიო და რანაირი პროტესტი ეს არისო და რამდენიმე დღეში ეს ოლიგარქი გაიქცა. ასე რომ, კალაძე რას იტყვის, არასერიოზულია. ჩვენ ჩვენი გეგმა და მოთხოვნები გვაქვს. ჩვენ პულსზე დავადეთ საზოგადოებას ხელი და აქ ვიწრო პარტიული ინტერესით არავინ არის. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილიც კი გაოგნებულია და კალაძის ასეთი უტიფარი განცხადებები ემსახურება მათი მხარდამჭერების რამენაირად უკან შემობრუნებას,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას მმართველი გუნდი აღარ გეგმავს.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს