მამუკა მდინარაძე - ვფიქრობ, სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ

ვფიქრობ, სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ, - ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში დღეს, 15:00 საათზე დაგეგმილ ბიუროს სხდომასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელზე დასასწრებადაც აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.

მდინარაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა უნდა აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა.

„უნდა ჩატარდეს ბიუროს სხდომა და გაგრძელდეს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებულია და აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა