პარლამენტში უმრავლესობის წევრები არ მისულან, რის გამოც ბიუროს დღევანდელი სხდომა არ დაწყებულა

პარლამენტის პიკეტირების გამო, ბიუროს სხდომა დღეს, სავარაუდოდ, აღარ გაიმართება. სხდომა 15:00 საათზე იყო დაანონსებული, თუმცა პარლამენტში მმართველი გუნდის წევრები არ მისულან, რის გამოც სხდომა ჯერჯერობით ვერ იწყება.

საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან მხოლოდ სამი დეპუტატი - რევაზ არველაძე, მერაბ ქვარაია და გია ჟორჟოლიანი იმყოფებოდა, სხვა დეპუტატები კი პარლამენტთან არ გამოჩენილან.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. შესაბამისად, აქციის მონაწილეების პროტესტის გამო, არველაძემ, ქვარაიამ და ჟორჟოლიანმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ვერ შეძლეს და ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო