ირაკლი კობახიძე - ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს - პარლამენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება უნდა განახორციელოს

ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. პარლამენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება უნდა განახორციელოს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს, 15:00 საათზე ჩანიშნულ ბიუროს სხდომასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ყველას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ იმოქმედონ კანონის, კონსტიტუციის შესაბამისად. მთავარი კანონის განხორციელებაა. პატივს ვცემ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების უფლებას, მაგრამ პარლამენტის ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს“,-აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებულია და აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა